„თალიბანმა“ გაერო-ში ავღანეთის წარმომადგენელი წარადგინა
„თალიბანმა“ გაერო-ში ავღანეთის წარმომადგენელი წარადგინა

„თალიბანმა“ გაერო-ში ავღანეთის წარმომადგენელი წარადგინა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„თალიბანმა“ გაერო-ს გენერალურ მდივანს ოფიციალურად მიმართა გაერო-ში ავღანეთის წარმომადგენლად სუჰეილ შაჰინის წარდგენის თაობაზე. „თალიბანმა“ უარი თქვა ამჟამინდელი წარმომადგენლის, ღულამ ისაკზაის დატოვებაზე და განაცხადა, რომ მისი მისია დასრულებულია.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის წარმომადგენელმა, ფარჰან ჰაქმა დაადასტურა „თალიბანისგან“ წერილის მიღება. ჰაქის განცხადებით, ავღანეთის წარმომადგენლის დასანიშნად რწმუნებათა კომიტეტის თანხმობაა საჭირო, რომელიც 9 წევრისგან შედგება, მათ შორის აშშ-ის, ჩინეთის და რუსეთის წარმომადგენლებისგან. კომიტეტი სავარაუდოდ მომდევნო ორშაბათს მოახერხებს აღნიშნულ საკთხზე შეხვედრას, ამიტომ საეჭვოა, რომ „თალიბანის“ ხელისუფლებამ მსოფლიოსთვის საკუთრი მიმართვის გაცნობა შეძლოს.