თალიბანმა ავღანელ ქალებს სპორტი აუკრძალა #1TVSPORT
თალიბანმა ავღანელ ქალებს სპორტი აუკრძალა #1TVSPORT

ისლამისტურმა ორგანიზაცია თალიბანმა აუკრძალა ავღანელ ქალებს სპორტში გამოსვლა მიზეზად ის დასახელდა, რომ ქალთა გამოსვლებისას შეუძლებელი იქნება ისლამის წესების დაცვა. ამის შესახებ განაცხადა თალიბანის კულტურის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ აჰმადულა ვასიკმა.

„არ მგონია, რომ ქალებს ნებადართული უნდა ჰქონდეთ კრიკეტის თამაში, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. კრიკეტში ისინი, შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩდნენ, რომ მათი სახე და სხეული არ იქნება დაფარული. ისლამი საშუალებას არ მისცემს ქალებს ასე გამოიყურებოდნენ.

ეს არის ინფორმაციის მასობრივი საშუალებების ეპოქა, ინტერნეტში გაჩნდება ფოტოები და ვიდეოები და ხალხი მათ ნახავს. ისლამი ნებას არ დართავს ქალებს ითამაშონ კრიკეტი ან სხვა სპორტში წავიდნენ, სადაც შეიძლება მათი სხეული გამოჩნდეს.

კრიკეტში და სპორტის სხვა სახეობებში ქალები ვერ შეძლებენ ისლამური დრეს-კოდის გამოყენებას. ცხადია, რომ მათი სხეული ღია იქნება, ისლამი კი ამას არ დაუშვებს“, – მოჰყავს ვასიკის სიტყვები ავსტრალიურ ტელემაუწყებელ SBS News-ს.