„თალიბანის“ წევრები ავღანეთის არმიაზე თავდასხმების გაგრძელებას გეგმავენ
„თალიბანის“ წევრები ავღანეთის არმიაზე თავდასხმების გაგრძელებას გეგმავენ

ავღანური რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ წევრები ავღანეთის არმიაზე თავდასხმების გაგრძელებას გეგმავენ. რადიკალური რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლების პატიმრობაში მყოფი თალიბები არ გათავისუფლდებიან, სახელისუფლებო არმიაზე თავდასხმები განახლდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თალიბანის“ წევრები საერთაშორისო კოალიციის ჯარებზე თავდასხმებს არ განახორციელებენ.

„თალიბანის“ პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, ავღანეთის ხელისუფლებას დაჯგუფების 5 000 წევრი ჰყავს დაპატიმრებული და მთავრობასთან მოლაპარაკებები მხოლოდ მათი გათავისუფლების შემდეგ დაიწყება.

ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის განცხადებით, ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ აქვს.

29 თებერვალს აშშ-მა და „თალიბანმა“ დოჰაში სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს. თუ „თალიბანი“ შეთანხმების პირობებს დაიცავს, აშშ ავღანეთიდან ჯარებს გამოიყვანს.

დატოვე კომენტარი