„თალიბანის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ სექტემბრის შემდეგ, ავღანეთში დარჩენილი ნებისმიერი უცხოელი ჯარისკაცი რისკის ქვეშ აღმოჩნდება
„თალიბანის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ სექტემბრის შემდეგ, ავღანეთში დარჩენილი ნებისმიერი უცხოელი ჯარისკაცი რისკის ქვეშ აღმოჩნდება

სექტემბერში ავღანეთიდან უცხოელი ჯარისკაცების გასვლის ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყანაში დარჩენილი ნებისმიერი უცხოელი ჯარისკაცი, როგორც ოკუპანტი, რისკის ქვეშ აღმოჩნდება, – ამის შესახებ ავღანური რადიკალური დაჯგუფების, „თალიბანის“ პრესსპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შაჰინის თქმით, დაჯგუფება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის სამხედრო გზით ხელში ჩაგდებას არ გეგმავს, მაგრამ ოფიციალური ვადის ამოწურვის შემდეგ, ქალაქში არც ერთი უცხოელი ჯარისკაცი, მათ შორის, არც სამხედრო კონტრაქტორი არ უნდა დარჩეს.

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ უცხოური სამხედრო ძალების და არა დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საელჩოების ფუნქციონირებისა – ეს არის ის, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ მათ არანაირ საფრთხეს არ შევუქმნით“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა.