ტალიაფიკომ „აიაქსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
ტალიაფიკომ „აიაქსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ამსტერდამის „აიაქსის“ განაპირა მცველმა ნიკოლას ტალიაფიკომ თავის ამჟამინდელ კლუბთან „აიაქსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, – წერს „აიაქსის“ ოფიციალური გვერდი. ახალი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

26 წლის არგენტინელი „აიაქსში“ 2016 წელს გადავიდა „ინდეპენდიენტედან“. ამ სეზონში მან 42 მატჩი ჩაატარა ამსტერდამული კლუბის რიგებში, ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ტალიაფიკოს სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.