ტალახაძე, პეტრიაშვილი და ჩხვიმიანი 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენობის კანდიდატები არიან
ტალახაძე, პეტრიაშვილი და ჩხვიმიანი 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენობის კანდიდატები არიან

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა .

განიხილეს სეოკ-ის საანგარიშო სესიის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც 18 დეკემბერს სასტუმრო ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ჩატარდება. მას დაესწრებიან სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.

როგორც ცნობილია, ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ. აღმასკომზე ეს თემაც განიხილეს.

სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში საუკეთესოები გამოვლინდნენ, რომელთა გამოცხადდება უშუალოდ სეოკ-ის სესიაზე ვინაობა.

ნომინაციაში „2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი“ წარდგენილები არიან ძალოსანი ლაშა ტალახაძე , თავისუფალი სტილის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, რომლებიც ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს 18 დეკემბერს სესიის დელეგატები კენჭისყრით გამოავლენენ.

საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ კი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე წყალბურთის ეროვნული ნაკრების მზადებისა და თამაშებში მონაწილეობის პერსპექტივის შესახებ ილაპარაკა.

სხდომაზე სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოლიმპიური მედლებით საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტები, დემიკო ლოლაძე და თენგიზ პაჭკორია დააჯილდოვა.

როგორც ცნობილია, ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ. აღმასკომზე ეს თემაც განიხილეს.

„2019 წელი კი ჩვენს ისტორიაში გამორჩეული წელი იყო, რადგან ოლიმპიურ სახეობებში 6 მსოფლიო ჩემპიონი გვყავდა. ეს დამოუკიდებლობის წლებში საუკეთესო შედეგია. იმედი გვაქვს, რომ 2020 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობას რაც შეეხება, ბორჯომსა და ბაკურიანს კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ. ამის შესახებ ოფიციალური წერილით ევროპის ოლიმპიური კომიტეტმა გვაცნობა და ვიცით, რომ გარკვეულად, პრივილიგირებულ მდგომარეობაშიც ვართ“ – ამბობს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

მან კომენტარი სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით რურუას მოხსენებაზეც გააკეთა, რომელიც ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე წყალბურთის ეროვნული ნაკრების მზადებასა და თამაშებში მონაწილეობის პერსპექტივას შეეხებოდა.

„საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ კი წყალბურთის ეროვნული ნაკრების ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის მზადების შესახებ ილაპარაკა. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სათამაშო სახეობებშიც იყო წარმოდგენილი“ – აცხადებს სეოკ-ის პრეზიდენტი.