თაკო ჩხეიძე - სალომე ზურაბიშვილის კამპანიისთვის დანაზოგი ჩემი სურვილით გადავრიცხე, ეს ქალი არის ქართველი და ასევე, ევროპელი, მე ხმას ვაძლევ ევროპას
თაკო ჩხეიძე - სალომე ზურაბიშვილის კამპანიისთვის დანაზოგი ჩემი სურვილით გადავრიცხე, ეს ქალი არის ქართველი და ასევე, ევროპელი, მე ხმას ვაძლევ ევროპას

ჩემი სურვილით გადავრიცხე სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში თანხა, რომელიც იყო ჩემი დანაზოგი. მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, ვამაყობ ამით და ვხედავ ძალიან ნათელ მომავალს მასთან ერთად, – ამის შესახებ მედიასთან მოდელმა თაკო ჩხეიძემ განაცხადა

თაკო ჩხეიძის თქმით, 15 წელია, სალომე ზურაბიშვილს იცნობს, ის არის ქართველი და ასევე, ევროპელი.

„სალომე ზურაბიშვილი არაჩვეულებრივი ქალბატონია, ვიცნობ მის ოჯახს, ვიცნობდი მის არაჩვეულებრივ დედას და არაჩვეულებრივ მეუღლეს. მჯერა ამ ქალბატონის, ვიცი, რომ ეს ქალი არის ქართველი და ასევე ევროპელი და მე ხმას ვაძლევ ევროპას.

აუცილებლად დავუჭერდი მხარს, ყოველთვის ვუჭერდი მხარს, სადაც იყო. მჯერა მისი და რაც შეეხება ცუდ და შავ კამპანიას, მე არ ვაქცევ ყურადღებას. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება, ყველა ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივი ვცეთ ერთმანეთს არჩევანს“, – აღნიშნა თაკო ჩხეიძემ.

მოდელმა თაკო ჩხეიძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 6 000 ლარი შესწირა, ხოლო მისმა მეუღლემ 59 958 ლარი.