თაკო ჩარკვიანი – ოპოზიციის „მაგიდასთან“ ფოფხაძე ზის კაბაში

20:30, 24.12.2019

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს უწოდებს „ნუგზარ ფოფხაძეს კაბაში“.

„ყანდიაშვილიო, რომ ამბობენ მეღიმება, რადგან ყანდიაშვილი არავინ არის ნუგზარ ფოფხაძის გარეშე, ხოლო ფოფხაძე და ბურჯანაძე რომ ერთია – ეს უკვე ყველასთვის ცნობილია, თუ მედია ჰოლდინგებში თუ გაზეთში, უფრო დაწვრილებით- მოგვიანებით. ამიტომ არის წყალგამყოფი საჭირო, ისე, როგორც ბალტიის ქვეყნებმა გააკეთეს, სხვა დანარჩენი – პოლიტიკური შეცდომაა! პრაქტიკულად ოპოზიციის „მაგიდასთან“ ფოფხაძე ზის კაბაში – პოლიტიკური შეცდომაა, ჩემი აზრით, თანაც დიდი!“, – წერს თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქში“.

მსგავსი