ტაჯიკური პასპორტის მქონე განელი „დინამოს“ ნაცვლად ყარაღანდაში წავიდა #1TVSPORT
ტაჯიკური პასპორტის მქონე განელი „დინამოს“ ნაცვლად ყარაღანდაში წავიდა #1TVSPORT

განელი მცველი დევიდ მავუტორი „დინამო თბილისის“ ნაცვლად, კარიერას ყარაღანდის „შახტარში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ყაზახური გამოცემა „სპორტს“ ავრცელებს.

„თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მავუტორის ყარაგანდულ კლუბში გადასვლა ვერ მოხერხდა, რადგან ფეხბურთელმა „დინამო თბილისისგან“ უფრო ხელსაყრელი შემოთავაზება მიიღო, მაგრამ მაინც დათანხმდა „შახტარში“ გადასვლას. ყარაღანდული გუნდის მენეჯმენტმა მოახერხა მავუტორის დაყოლიება, რომ „შახტარში“ გადასულიყო. უახლოეს მომავალში, განელი მცველი, რომელსაც ტაჯიკური პასპორტი აქვს, გუნდს შეუერთდება“, – წერს „სპორტს“.

ცნობილი იყო, რომ „დინამო თბილისი“ განელ მოთამაშეს (რომელსაც ტაჯიკური პასპორტი აქვს) ტრანსფერზე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ მატჩებამდე შეუთანხმდა, დევიდ მავუტორს „დინამოში“ სამედიცინო შემოწმების დროს პრობლემები აღმოაჩნდა და უკან გააბრუნეს.