ტაჯიკეთში ციხის ბუნტის დროს სამართალდამცველებმა სულ მცირე 13 პატიმარი მოკლეს
ტაჯიკეთში ციხის ბუნტის დროს სამართალდამცველებმა სულ მცირე 13 პატიმარი მოკლეს

ტაჯიკეთში ციხის ბუნტის დროს სამართალდამცველებმა სულ მცირე 13 პატიმარი მოკლეს. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. შემთხვევა ცენტრალური აზიის ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ხოჯენდში მოხდა.

მკაცრი რეჟიმის ციხეში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. როგორც ცნობილია, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა მსჯავრდებულმა სამართალდამცველისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევა მოახერხა და სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

არეულობის დროს მსჯავრდებულებმა მკაცრი რეჟიმის ციხის ერთი შენობის დაკავება მოახერხეს. ხოჯენდის ციხეში ბუნტის მოწყობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება.