ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვარზე საგუშაგოს თავს დაესხნენ
ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვარზე საგუშაგოს თავს დაესხნენ

ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვარზე უცნობი პირები სასაზღვრო საგუშაგოს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

ინციდენტი დუშანბედან 60 კილომეტრში მდებარე საგუშაგოსთან მოხდა. ტაჯიკეთის ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელების რაოდენობა დაახლოებით 20 იყო. მათ სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დაიკავეს და იარაღი ჩაიგდეს ხელში. სპეცოპერაციის შედეგად, 15 ბოროტმოქმედი ლიკვიდირებულია, ხუთი თავდამსხმელი კი დაკავებული.

ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა ერთი მესაზღვრე და ერთი პოლიციელი.

მომხდართან დაკავშირებით მთავრობამ ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფი შექმნა.

ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია უზბეკეთის მთავრობაც.