ტაჯიკეთის პრეზიდენტის ვაჟი სენატის სპიკერად აირჩიეს
ტაჯიკეთის პრეზიდენტის ვაჟი სენატის სპიკერად აირჩიეს

ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის უფროსი ვაჟი, რუსტამ ემომალი სენატის სპიკერად აირჩიეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

32 წლის რუსტამ ემომალი ამავდროულად დედაქალაქის მერია. ის სენატის სპიკერად პარლამენტის ზედა პალატამ ანონიმური კენჭისყრით აირჩია.

ტაჯიკეთის კონსტიტუციის მიხედვით, თუ ქვეყნის პრეზიდენტი რიგი მიზეზების გამო საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს, მის უფლებამოსილებას სენატის სპიკერი გადაიბარებს.

ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი 1994 წლიდან მართავს ქვეყანას. მისი პრეზიდენტობის ვადა ნოემბერში იწურება. მის შვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, თუმცა ამის შესახებ ჯერ არ განუცხადებია.