ტაჯიკეთის მოქალაქე, რომელმაც გასულ კვირას კიშინეუს აეროპორტში ცეცხლი გახსნა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
ტაჯიკეთის მოქალაქე, რომელმაც გასულ კვირას კიშინეუს აეროპორტში ცეცხლი გახსნა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ტაჯიკეთის მოქალაქე, რომელმაც გასულ კვირას კიშინეუს აეროპორტში ცეცხლი გახსნა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პოლიცია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებისას მიღებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

30 ივნისს კიშინეუს აეროპორტში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა. უცხოელ მამაკაცს უარი უთხრეს მოლდოვაში შესვლაზე, რა დროსაც მან მესაზღვრეს იარაღი გამოსტაცა და ცეცხლი გახსნა.

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა, რომელიც მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულად. თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.