ტაისონი სატელევიზიო შოუს ფარგლებში ზვიგენს შეებრძოლება (ვიდეო)
ყოფილი ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი მონაწილეობას მიიღებს ტელეარხ „დისქავერის“ (Discovery) ტელეშოუში – „ზვიგენის კვირეული“.
პროექტის ფარგლებში სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ორთაბრძოლას ჩაატარებს თეთრ ზვიგენთან. ბრძოლის ნახვა შესაძლებელი იქნება 9 აგვისტოს, თუმცა არ აზუსტებენ, როგორ ფორმატში გაიმართება ეს დაპირისპირება.
თეთრი ზვიგენის ზომა ოთხი-ხუთი მეტრი იქნება, წონა 1100 კილოგრამს აღწევს. ის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მტაცებლად მიიჩნევა მსოფლიოში.
Who you got in @MikeTyson vs. Jaws?
The heavyweight champ joins #SharkWeek August 9 on @Discovery. pic.twitter.com/Ffq6IkRlY9
— Shark Week (@SharkWeek) July 15, 2020