ტაისონი ჯონსთან ბრძოლისთვის 10 მილიონს მიიღებს
ტაისონი ჯონსთან ბრძოლისთვის 10 მილიონს მიიღებს

ინტერნეტ-პორტალის Yahoo! Sports-ის ჟურნალისტმა კევინ აიოლმა დაასახელა მომავალი ბრძოლისთვის მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ჰონორარები.

როგორც ირკვევა, 54 წლის ტაისონი რინგზე გასვლისთვის 10 მილიონ დოლარს მიიღებს, ჯონსი კი სამ მილიონს გამოიმუშავებს.

ტაისონისა და ჯონსის ორთაბრძოლა 28 ნოემბერს გაიმართება.

პროფესიულ რინგზე მაიკ ტაისონს 50 მოგება და ექვსი მარცხი აქვს. ჯონსმა კარიერაში 66 ორთაბრძოლა მოიგო და ცხრაჯერ დამარცხდა.