ტაისონი და ჰოლიფილდი 200 მილიონად იჩხუბებენ
ტაისონი და ჰოლიფილდი 200 მილიონად იჩხუბებენ

კრივის ამერიკელი ლეგენდები მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მესამე ბრძოლაზე. მათი ბოლო შეხვედრა 1997 წელის ივნისში გაიმართა.

გაზეთ „სანის“ ინფორმაციით, 54 წლის ტაისონსა და 58 წლის ჰოლიფილდს წინადადება აქვს დუბაიდან – სწორედ იქ იგეგმება ახალი ორთაბრძოლა. წყაროს ცნობით, რინგზე გასვლის სანაცვლოდ, მათ სოლიდური ჰონორარი ელოდებათ – ლაპარაკია 200 მილიონ დოლარზე.

ადამიანებს, რომლებიც ამ ბრძოლის ორგანიზებით არიან დაკავებულნი, სჯერათ, რომ ვეტერანების ორთაბრძოლა იმაზე კარგად გაიყიდება, ვიდრე ტაისონისა და როი ჯონსის ამასწინდელი შეხვედრა.

ტაისონმა და 52 წლის ჯონსის ჩხუბი 2020 წლის ნოემბერში შედგა და ფრედ დასრულდა.

ჰოლიფილდი ბოლოს რინგზე 2011 წელს იდგა, როცა დანიელი ბრაიან ნილსენი დაამარცხა.