ტაისონ ფიურისთვის ახალ მეტოქეს ეძებენ #1TVSPORT
ტაისონ ფიურისთვის ახალ მეტოქეს ეძებენ #1TVSPORT

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტაისონ ფიურის მამამ ჯონ ფიურიმ ილაპარაკა თავისი ვაჟის მომავალ კარიერაზე.

უფროსი ფიურის სიტყვებით, ტაისონის მეტოქე შეიძლება გახდეს უკრაინელი ალექსანდრ უსიკი.

„მე ვფიქრობ, რომ ტაისონმა უნდა ეძებოს ან უსიკი ან არავინ. შემდეგ უსიკი უნდა იყოს ან არავინ. დანარჩენები მე არ მაღელვებს, ისინი არ არიან ტაისონის დონის“, – თქვა ჯონ ფიურიმ.

მან ასევე ისაუბრა დილიან უაიტთან პოტენციურ ორთაბრძოლაზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ უაილდერი გაუსწორდებოდა უაიტს. ამიტომაც რა საჭიროა ჩემი ვაჟის წინააღმდეგ მისი გამოყვანა? იმისთვის, რომ ნოკაუტში აღმოჩნდეს? ტაისონს არ შეუძლია იპოვნოს ასეთ ორთაბრძოლებში მოტივაცია. მე მხოლოდ უსიკი მაღელვებს და ვუთხარი მას ამის შესახებ“, – განაცხადა უფროსმა ფიურიმ.

შეგახსენებთ, რომ ფიურიმ 11 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა ამერიკელი დეონტეი უაილდერი. უსიკმა, თავის მხრივ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო ბრიტანელ ენტონი ჯოშუას და მოიპოვა WBA-ს, WBO-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრები.