ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის ბრძოლა დაინიშნა
ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის ბრძოლა დაინიშნა

ბრიტანელმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ გაამჟღავნა რევანშის თარიღი ამერიკელი დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ, რომელიც სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით ფლობს ჩემპიონის ტიტულს.

„ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. ჩვენ თითო ბრძოლას ჩავატარებთ სხვა მეტოქეებთან და შემდეგ 22 თებერვალს ერთმანეთს შევხვდებით“, – მოჰყავს 30 წლის ფიურის სიტყვები ტელეკომპანია „ი ეს პი ენს“ (ESPN).

ინფორმაცია დაადასტურეს პრომოუტერულ კომპანია „ტოპ რენკშიც“ (Top Rank).

ფიური 14 სექტემბერს შეხვდება შვედ ოტო ვალინს, უაილდერი კი ნოემბერში უნდა შეხვდეს კუბელ ლუის ორტისს.

უაილდერსა და ფიურის შორის პირველი ბრძოლა 2018 წლის პირველ დეკემბერს გაიმართა და ფრედ დასრულდა.