ტაისონ ფიურისა და დეონტე ვაელდერის მესამე ბრძოლა შესაძლოა ავსტრალიაში გაიმართოს
ტაისონ ფიურისა და დეონტე ვაელდერის მესამე ბრძოლა შესაძლოა ავსტრალიაში გაიმართოს

ბრიტანელი მსოფლიოს ჩემპიონი ტაისონ ფიური შესაძლოა დეონტე ვაელდერს კარიერაში მესამედ მიმდინარე წელს დაუპირისპირდეს. მსოფლიოს მედია ასახელებს ლოკაციასაც, სადაც შესაძლოა ბრძოლა შედგეს. შობის დღეს, ავსტრალიაში. მოლაპარაკებების გამართვა სავარაუდოდ ბობ არუმს დაევალება.

შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლა ამ ორ მოკრივეს შორის 2018 წელს გაიმართა და ფრედ დასრულდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი ლას ვეგასში ფიური და ვაელდერი მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „ბოშათა მეფემ“ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

ფიურისა და ვაელდერის მესამე ბრძოლა თავდაპირველად ივლისში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა.

დატოვე კომენტარი