ტაისონ ფიურის რესლინგში დებიუტი ექნება

11:44, 13.10.2019

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ტაისონ ფიური რესლინგში (WWE) დებიუტს აპირებს. როგორც ორგანიზაციის პრესსამსახური იტყობინება, ფიური 31 ოქტომბერს, საუდის არაბეთში Crown Jewel-ის შოუზე გამართავს რესლიგის წესებით ორთაბრძოლას ბრონ სტოუმენის წინააღმდეგ.

ამ დღეებში ფიური WWE-ის ერთ-ერთ ტურნირს დაესწრო და იქ სტროუმენთან მზერათა დუელი მოაწყო, რომელიც, საბოლოოდ, დიდ ჩხუბში გადაიზარდა.

31 წლის ტაისონ ფიური საკრივო რინგზე დაუმარცხებელია: 29 მოგება (20 – ნოკაუტით) და ერთი ფრე. 2020 წლის 22 თებერვალს დაგეგმილია მისი მეორე ბრძოლა ამერიკელ დეონტეი უაილდერთან.

მსგავსი