ტაისონ ფიურის მწვრთნელი კონორ მაკგრეგორი იქნება
ტაისონ ფიურის მწვრთნელი კონორ მაკგრეგორი იქნება

მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, მძიმეწონოსანი მოკრივე ტაისონ ფიური შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) თავის სადებიუტო შეხვედრას გამართავს.

ირლანდიელი მოკრივის მწვრთნელი მისი თანამემამულე, შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი იქნება. როგორც ტაისონ ფიურიმ განაცხადა, მისი მწვრთნელობის სურვილი თავად მაკგრეგორმა გამოთქვა.

ორი სკანდალური მებრძოლის დუეტს გულშემატკივრები განსაკუთრებული ინტერესით ელიან.

„მე დიდი გეგმები მაქვს. ტაისონ ფიურის შერეულ ორთაბრძოლებში დებიუტი წელსვე ექნება. ტაისონ ფიური მოვიდია, რომ იბატონოს!

მე კონორს ველაპარაკე და ის მზად არის, ჩემი მწვრთნელი გახდეს. მან თქვა, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია დუბლინში ჩავაკითხო და მომზადება დავიწყოთ. ერთი სული მაქვს, როდის შევუდგებით საქმეს“ – განაცხადა „სქაი სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ტაისონ ფიურიმ.

ირლანდიელი სპორტსმენი არც კრივის მიტოვებას აპირებს და 2020 წლის 22 თებერვალს, ის მსოფლიო ჩემპიონს, ამერიკელ დეონტეი უაილდერს შეებრძოლება.