ტაისონ ფიურის დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირისთვის პატიმრობა ელის  #1TVSPORT
ტაისონ ფიურის დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირისთვის პატიმრობა ელის  #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ტაისონ ფიური, შესაძლოა, ციხეში მოხვდეს ნარკოკარტელის მეთაურთან კავშირის გამო, – იტყობინება გაზეთი The Times.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რეკომენდაცია მისცა მოკრივეებს, მათ შორის, ფიურის იმის შესახებ, რომ მათ შეწყვიტონ ნებისმიერი კავშირი დენიელ კინაჰანთან, რომელიც სათავეში უდგას ირლანდიურ დანაშაულებრივ დაჯგუფებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპორტსმენები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ მოხვდებიან, როგორც თანამონაწილეები.

კინაჰანი გახლავთ პრომოუტერული კომპანია MTK Global-ის დამაარსებელი, ფიურის კი მასთან კონტაქტი აქვს. მსოფლიოს ჩემპიონი კინაჰანთან ერთად თებერვალში დუბაიში შეამჩნიეს.