ტაისონ ფიურიმ თითქმის დაადასტურა კრივიდან წასვლა #1TVSPORT

13:54, 24.04.2022
LONDON, ENGLAND - APRIL 23: Tyson Fury celebrates victory after the WBC World Heavyweight Title Fight between Tyson Fury and Dillian Whyte at Wembley Stadium on April 23, 2022 in London, England. (Photo by Julian Finney/Getty Images)

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ტაისონ ფიურიმ მეექვსე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა თანამემამულე დილიან უაიტი და იოლად დაიცვა WBC-ის საჩემპიონო ქამარი. ბრძოლის შემდეგ ჩემპიონმა თითქმის დაადასტურა, რომ ეს მისი ბოლო ბრძოლა იყო კარიერაში.

„დილიან უაიტი მებრძოლია და მჯერა, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, მაგრამ დღეს დილიანი დიად სპორტსმენს შეხვდა. მე ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი მძიმეწონოსანი ვარ და უაიტისთვის საუბედუროდ, მას დღეს აქ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა მოუწია.

ჩემს ცოლს დავპირდი, რომ უაილდერთან მესამე ბრძოლა ბოლო იქნებოდა. ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან მინდოდა „უემბლიზე“ ფანების წინაშე გამოსვლა. ახლა კი, შესაძლოა, ჩემი ბოლო ბრძოლა და კარიერის შესანიშნავი დასასრული იხილეთ“, – განაცხადა ფიურიმ.

საინტერესოა, რომ ფიურისა და უაიტის ბრძოლის შემდეგ, რინგზე მძიმე წონაში UFC-ის ჩემპიონი ფრენსის ნგანუ ავიდა. მასთან ბრძოლის შესახებ ფიური უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს, თანაც ნებისმიერი წესით. ასე რომ, არ არის გამორიცხული ტაისონ ფიურის კრივიდან UFC-ში გადასვლა.

მსგავსი