ტაისონ ფიურიმ თავისთვის ყველაზე მოხერხებული მეტოქე დაასახელა
ტაისონ ფიურიმ თავისთვის ყველაზე მოხერხებული მეტოქე დაასახელა

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ დაასახელა ამ ეტაპისთვის ყველაზე მოხერხებული და სასურველი მეტოქე. ფიურის თქმით, ეს არის WBA-ის, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა.

„ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე იოლი მეტოქე ენტონი ჯოშუა იქნება. ის თითქოს საგანგებოდ არის ჩემთვის შექმნილი. მე რომ შემეძლოს საკუთარი თავისთვის იდეალური მოწინააღმდეგის გაკეთება, ასეთად სწორედ ენტონი გამომივიდოდა“, – აღნიშნა ფიურიმ.

37 წლის ტაისონ ფიურის პროფესიულ რინგზე 31 ბრძოლაში 30 მოგება და ერთი ფრე აქვს. თავისი ბოლო ბრძოლა მან ამა წლის იანვარში ჩაატარა ამერიკელი დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ, მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და მეტოქეს WBC-ის საჩემპიონო ქამარი წაართვა.