ტაისონ ფიურიმ შვედი მოკრივე რთულ ბრძოლაში დაამარცხა
ტაისონ ფიურიმ შვედი მოკრივე რთულ ბრძოლაში დაამარცხა

ლას ვეგასში „თი მობაილ არენაზე“ (T-Mobile) გაიმართა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ორთაბრძოლა, რომელშიც მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ტაისონ ფიური 28 წლის შვედ ოტო ვალინს უპირისპირდებოდა.

ბევრისთვის მოულოდნელად, ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და სამივე მსაჯმა უპირატესობა ფიურის მიანიჭა – 116:112, 117:111, 118:110.

პირველ რაუნდში ბრიტანელმა მეტოქის შესწავლა დაიწყო და არ ჩქარობდა ინიციატივის მოპოვებას. მესამე სამწუთეულში ფიურის უსიამოვნო ეპიზოდი შეემთხვა – ვალინმა მას ძლიერი მარცხენა ჰუკი მოარტყა, რის გამოც ტაისონს სახეზე ნაიარევი გაუჩნდა. ამის შემდეგ, სკანდინავიელმა უფრო თამამად შეტევა სცადა, მაგრამ ფიური წარმატებით მოქმედებდა კონტრშეტევებზე.

მეექვსე რაუნდი არ იყო საუკეთესო ბრიტანელის შესრულებით. ვალინმა კინაღამ ნოკდაუნში გაუშვა მოწინააღმდეგე მარჯვნიდან დარტყმით, მაგრამ ფიური არ დაიბნა და კარგად იმუშავა დაცვაში.

ამ მოულოდნელი ჩავარდნის შემდეგ, ტაისონი მეშვიდე რაუნდში შეტევაში წავიდა და საბოლოოდ დააწესა კონტროლი ბრძოლაზე. მას ვალინის ნოკაუტში გაშვების შანსიც კი ჰქონდა, მაგრამ შვედმა ბოლო რაუნდამდე გაძლო.

ასე რომ, ფიურიმ მოუგო ვალინს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მაგრამ ეს არ ყოფილა მისთვის იოლი გასეირნება, როგორც ამას ყველა ელოდა.

დიდი ალბათობით, ტაისონ ფიურის მომდევნო ბრძოლა იქნება ამერიკელი დეიონტეი უაილდერის წინააღმდეგ, რომელიც სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულს ფლობს.