ტაისონ ფიურიმ რინგზე დაბრუნება გამორიცხა #1TVSPORT
ტაისონ ფიურიმ რინგზე დაბრუნება გამორიცხა #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 36 წლის ბრიტანელმა, ტაისონ ფიურიმ ერთმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა პროფესიული კარიერის პოტენციური განახლების შესახებ.

„დავბრუნდები თუ არა რინგზე? არასოდეს. ძალიან ბებერი ვარ. შეხედეთ ჩემს წვერს, ის მთლიანად ჭაღარაა. კრივი ახალგაზრდების თამაშია“, – მოჰყავს ფიურის სიტყვები პორტალ Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარში ფიურიმ პროფესიული საკრივო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მაგრამ უკვე ზაფხულის დასაწყისში ბრიტანელმა არაერთხელ განაცხადა. რომ დაინტერესებულია მომავალ წელს ალექსანდრ უსიკთან ან ენტონი ჯოშუასთან ბრძოლის ჩატარებით.