ტაისონ ფიურიმ პოტენციური მეტოქეები დაასახელა #1TVSPORT

11:05, 14.09.2021
LAS VEGAS, NEVADA - FEBRUARY 22:  Tyson Fury celebrates after knocking down Deontay Wilder during their Heavyweight bout for Wilder's WBC and Fury's lineal heavyweight title on February 22, 2020 at MGM Grand Garden Arena in Las Vegas, Nevada. (Photo by Al Bello/Getty Images)

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ თავის სავარაუდო მეტოქეებზე ილაპარაკა ამერიკელ დეონტეი უაილდერთან ბრძოლის შემდეგ.

ბრიტანელი მოკრივის თქმით, ის აპირებს თავისი მომდევნო ბრძოლის ჩატარებას მიმდინარე წლის დეკემბერში და მისი მეტოქე ნამდვილად არ იქნება ენტონი ჯოშუა.

„უკვე დავგეგმე მომდევნო ხუთი ბრძოლა. ვაპირებ გავანადგურო უაილდერი, შემდეგ კი ვიჩხუბო დეკემბერში. ვეჭვობ, რომ ჯოშუა გახდეს ჩემი მოწინააღმდეგე დეკემბერში. ამიტომაც, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ვიჩხუბებ დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ სტადიონზე დილიან უაიტის წინააღმდეგ.

ამის შემდეგ, მარტში შევხვდები ჯოშუას, შესაძლოა, საუდის არაბეთში. მასთან მატჩ-რევანში შეიძლება ზაფხულში გაიმართოს „უემბლიზე“. ჩემი მეხუთე ბრძოლა იქნება დერეკ ჩისორას წინააღმდეგ“, – განაცხადა ფიურიმ.

შეგახსენებთ, რომ ფიურისა და უაილდერის ორთაბრძოლა 9 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი