ტაისონ ფიურიმ ოლეკსანდრ უსიკთან ბრძოლის თარიღი დაასახელა #1TVSPORT
ტაისონ ფიურიმ ოლეკსანდრ უსიკთან ბრძოლის თარიღი დაასახელა #1TVSPORT

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა, ტაისონ ფიურიმ დაასახელა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის თარიღი უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკის წინააღმდეგ.

უფრო ადრე ფიურიმ და უსიკმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, ბრძოლა საუდის არაბეთში 2023 წლის 23 დეკემბერს ან 2024 წლის იანვარში უნდა გაიმართოს.

„ველოდები, რომ ჩვენი ბრძოლა დეკემბერში გაიმართება. მე ასე მაცნობეს და არ მაქვს მიზეზი, არ ვენდო ამ ინფორმაციას. უსიკი ვალდებულია იჩხუბოს ჩემთან დეკემბერში, მას სხვა არჩევანი არ გააჩნია. მან კონტრაქტს მოაწერა ხელი და თუ რინგზე არ გავა, დაარღვევს ხელშეკრულებას და სასამართლოში უჩივლებენ. ასე რომ, მას მართლაც არ აქვს არჩევანი“, – განაცხადა ფიურიმ გამოცემა Boxing Social-თან ინტერვიუში.

WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა ფიურიმ პროფესიულ რინგზე 34 ბრძოლაში 33 გამარჯვება მოიპოვა. WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონ უსიკს 21-დან 21 მოგება აქვს.