ტაისონ ფიურიმ მომდევნო ბრძოლის ვადები დაასახელა #1TVSPORT
ტაისონ ფიურიმ მომდევნო ბრძოლის ვადები დაასახელა #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ დაასახელა თავისი მომდევნო ბრძოლის ვადები. ბრიტანელმა მოკრივემ განაცხადა, რომ რინგზე 2022 წელს დაბრუნდება.

„ერთმნიშვნელოვნად ჩავატარებ ბრძოლას თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში. ამის თქმა მილიონი პროცენტით შემიძლია. თუ ასე არ მოხდა, დავითხოვ ჩემს პრომოუტერულ გუნდს და დამოუკიდებლად გავუძღვები საკუთარ საქმეებს.

ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება მომდევნო მეტოქე: ნებისმიერს გავუშვებ ნოკაუტში“, – მოჰყავს ფიურის სიტყვები IFL TV-ს.

ადრე ფიურის განაცხადა, რომ მზად არის ბრძოლა ჩაატაროს სუპერმძიმე წონაში WBA-ის, IBF-ის, WBO-სა და IBO-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონთან, უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან.