ტაისონ ფიურიმ მაიკ ტაისონისგან რჩევა მიიღო
ტაისონ ფიურიმ მაიკ ტაისონისგან რჩევა მიიღო

ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა ტაისონ ფიურიმ (28-0-1, 20KO) აღიარა, რომ ლეგენდარულ მაიკ ტაისონს შეხვდა და მისგან მეტად სასარგებლო რჩევა მიიღო:

„ტაისონმა ძალიან კარგი რჩევა მომცა. მან მითხრა, რომ ყოველი მომენტით სიამოვნება უნდა მივიღო, რადგან მალე ეს ყველაფერი გაქრება. ვიცი, რაც ჰქონდა მხედველობაში, რადგან ჩვენ დროზე ვლაპარაკობდით. დრო სწრაფად გარბის. უნდა ისიამოვნო მომენტით, რადგან წლები ძალიან მალე უკან დაგრჩება“.

ფიური თავის მორიგ ორთაბრძოლას შვედი ოტო ვალინის (20-0, 13KO) წინააღმდეგ ჩაატარებს. ბრძოლა 14 სექტემბერს, ლას ვეგასში გაიმართება.

იგეგმება, რომ ამის შემდეგ, ბრიტანელი მომავალი წლის 22 თებერვალს რევანშს გამართავს ამერიკელი დეონტეი უაილდერის (41-0-1, 40KO) წინააღმდეგ.

დატოვე კომენტარი