ტაისონ ფიურიმ ლიცენზია დაიბრუნა და რინგზე ბრუნდება
ტაისონ ფიურიმ ლიცენზია დაიბრუნა და რინგზე ბრუნდება

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ (25-0, 18KO) განაცხადა, რომ ოფიციალურად დაუბრუნეს საკრივო ლიცენზია. შესაბამისი ფოტო მან საკუთარ “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა.

“მე ოფიციალურად დავბრუნდი”, – დაწერა 29 წლის ფიურიმ.

ვარაუდობენ, რომ დაბრუნების შემდეგ პირველ ბრძოლას ბრიტანელი 9 ივნისს ჩაატარებს. ჯერჯერობით, მისი მეტოქე ცნობილი არ არის.

ტაისონ ფიურიმ ბოლო ბრძოლა 2015 წლის ნოემბერში ჩაატარა, როცა ქულებით დაამარცხა უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო და IBF-ის, IBO-ს, WBO-სა და WBA-ის ტიტულები მოიპოვა.
მოგვიანებით, მოკრივემ ორი დადებითი დოპინგ-სინჯი ჩააბარა და კარიერა დაასრულა. 2017 წლის ნოემბერში, ტაისონმა რინგზე დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.