ტაისონ ფიურიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა
ტაისონ ფიურიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ყოფილმა ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ გამოაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს. თუმცა, მანამდე, ბრიტანელს სამი ორთაბრძოლის ჩატარება აქვს დაგეგმილი.

„გადავწყვიტე წელს რაც შეიძლება ხშირად გავიდე რინგზე. სამი ბრძოლის გამართვა მინდა, შემდეგ კი კრივის დასრულების დროც დადგება“, – მოჰყავს ფიურის სიტყვები „ბოქსინგ სინს“ (Boxing Scene).

ცნობილია, რომ 15 ივნისს, ლას ვეგასში ფიური ბრძოლას გამართავს გერმანელ ტომ შვარცთან, შემდეგ ბრძოლას კი ის 28 სექტემბერს გეგმავს. იმ შეხვედრის ადგილი და სავარაუდო მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის.

„შვარცთან ბრძოლა იოლი არ იქნება. ეს არის შეხვედრა მშიერი ლომის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს ნოკაუტში გაშვებას აპირებს. მას 24 ბრძოლაში 16 ნოკაუტი აქვს. ის ძალიან კარგი მოკრივეა“, – განაცხადა ტაისონმა.