ტაისონ ფიურიმ ენტონი ჯოშუა ბრძოლაში გამოიწვია
ტაისონ ფიურიმ ენტონი ჯოშუა ბრძოლაში გამოიწვია

WBC-ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა, მძიმეწონოსანმა მოკრივე ტაისონ ფიურიმ WBA, IBF, WBO ქამრების მფლობელი ენტონი ჯოშუა რინგზე საბრძოლველად გამოიწვია.

„მე შენთან ჩხუბი მსურს და მინდა, რომ მომდევნო ბრძოლა შენთან გავმართო. შენს დანოკაუტებას 2-3 რაუნდში მოვახერხებ“, – მიმართა „ბოშათა მეფემ“ ენტონი ჯოშუას ინსტაგრამის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი მოკრივე ენტონი ჯოშუა სატიტულო ბრძოლაში დღეს ბულგარელ კუბრატ პულევს დაუპირისპირდა. რინგზე ბრიტანელი დომინირებდა და მეცხრე რაუნდში ბულგარელი მოკრივე ნოკაუტში გაუშვა.

ამგვარად, ენტონი ჯოშუამ ტიტული დაიცვა და IBF, WBA ,WBO ვერსიებით კვლავ საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tyson Fury (@gypsyking101)

დატოვე კომენტარი