ტაისონ ფიურიმ დაადასტურა, რომ მესამე ბრძოლა დეონტეი უაილდერთან არ გაიმართება
ტაისონ ფიურიმ დაადასტურა, რომ მესამე ბრძოლა დეონტეი უაილდერთან არ გაიმართება

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ გამოაცხადა, რომ უარი თქვა ამერიკელ დეონტეი უაილდერთან მესამე ბრძოლის გამართვაზე. მიზეზად მან ის დაასახელა, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა ამერიკელის გუნდთან ორთაბრძოლის თარიღზე შეთანხმება.

„ისევ ვაპირებდი უაილდერის ცემას. ეს ჩემთვის იოლი და სწრაფი ბრძოლა იქნებოდა. მაგრამ უაილდერი და მისი გუნდი თარიღზე ვერ ჩამოყალიბდნენ. დიდად არც სურდათ სუპერმძიმე წონის ჩემპიონთან ჩხუბი. მათ იციან, რით დასრულდება ყველაფერი. კრივის სამყარომ წინასწარ იცის შედეგი: უაილდერი ისევ უკანალით დაეცემა რინგზე.

მათ მთხოვეს ბრძოლის დეკემბერში გადატანა – მე დავთანხმდი 19 დეკემბერზე. შემდეგ ისევ სცადეს გადატანა – უკვე მომავალი წლისთვის. მე ვვარჯიშობდი. მზად ვიყავი, მაგრამ, როცა მომდევნო წელი ახსენეს, ეს უკვე მეტისმეტი იყო. უკვე სხვა ვარიანტებზე ვფიქრობ“, – განაცხადა ფიურიმ.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 23 თებერვალს, ლას ვეგასში ფიურიმ უაილდერი მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და WBC-ის ტიტული მოიპოვა. ამ მოკრივეთა პირველი ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში ფრედ დასრულდა.