ტაისონ ფიურიმ და დეონტეი უაილდერმა მესამე ბრძოლაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT
ტაისონ ფიურიმ და დეონტეი უაილდერმა მესამე ბრძოლაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ და ამ ტიტულის ყოფილმა მფლობელმა დეონტეი უაილდერმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს მესამე ბრძოლის გამართვაზე, – იტყობინება ESPN.

წყაროს ცნობით, ბრძოლის თარიღი იქნება 24 ივლისი (ალტერნატიული – 14 აგვისტო), ჩატარების ადგილი – ლას ვეგასი. ელოდებიან, რომ კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება. საერთო ჰონორარი გაიყოფა 60/40 პროცენტზე ფიურის სასარგებლოდ.

2018 წლის დეკემბერში ფიურისა და უაილდერის პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, გასული წლის თებერვალში ბრიტანელმა ნოკაუტით დაამარცხა ამერიკელი და WBC-ის ტიტული მოიპოვა.

ფიურისა და სუპერმძიმე წონაში WBA-ის, IBF-ისა და WBO-ის ქამრების მფლობელ ენტონი ჯოშუას შორის ბრძოლას მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის, რომელიც 14 აგვისტოს არის დანიშნული საუდის არაბეთში, დიდი ალბათობით გადაიტანენ იმის გამო, რომ უაილდერმა სასამართლო მოუგო ფიურის. ახლა, ეს უკანასკნელი ვალდებულია 15 სექტემბრამდე მატჩ-რევანში მისცეს ამერიკელს.