ტაისონ ფიური - უაილდერმა მაიკ ტაისონსა და ლენოქს ლუისს გადაასწრო
ტაისონ ფიური - უაილდერმა მაიკ ტაისონსა და ლენოქს ლუისს გადაასწრო

ტაისონ ფიურიმ ლოს ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ გასამართ მატჩ-რევანშზე ისაუბრა და გამარჯვების საკუთარი შანსები შეაფასა.

ბრძოლა დეონტეი უაილდერსა და ტაისონ ფიურის შორის 2020 წლის 22 თებერვალს, ლას ვეგასში გაიმართება.

მძიმეწონოსანი ჩემპიონების პირველი ბრძოლა 2018 წლის პირველ დეკემბერს ჩატარდა. შეხვედრა მსაჯთა გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა. ფიური ქულებით იგებდა, თუმცა უაილდერმა მეცხრე რაუნდში „ბოშა“ ნოკდაუნში გაუშვა და მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ მატჩის ფრედ გამოცხადება სამართლიანი იქნებოდა.

„არავის აქვს ისეთი გული და შემართება, როგორც მე მაქვს, – ციტირებს ფიურის სიტყვებს „ბიბისი“. – მე არ მეშინია, პირისპირ შევხვდე ყველა დროის საუკეთესო დამრტყმელს.

მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ბიჭს ვერ ვიტან, ის შეუდარებელია. უაილდერმა ათჯერ დაიცვა ჩემპიონის ტიტული. მან გადაასწო მაიკ ტაისონსა და ლენოქს ლუისს. ჩვენ ის დაუმარცხებელი მეომრები ვართ, ერთდროულად რომ მოვედით კრივში და ჯერ არ წაგვიგია.“