ტაისონ ფიური თვითმკვლელობის პირას იყო მისული
ტაისონ ფიური თვითმკვლელობის პირას იყო მისული

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ბრიტანელი ტაისონ ფიურის მწვრთნელმა ბენ დევისონმა განაცხადა, რომ ახალ გუნდთან მუშაობამდე სპორტსმენი თვითმკვლელობის პირას იმყოფებოდა.

„ადრე ტაისონი ამბობდა, რომ მას არ ექნებოდა კარიერა, მას რომ ამ გუნდთან ერთად არ დაეწყო მუშაობა. ის, შესაძლოა, დღეს არ ყოფილიყო ცოცხალი. ტაისონმა აღიარა, რომ სუიციდის წინაშე იმყოფებოდა. სამწუხაროა, რომ მსგავს ამბებს მალე ივიწყებენ. მე ვზრუნავ ტაისონის ოჯახზე, როგორც საკუთარზე“, – განაცხადა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ტაისონ ფიურიმ ქულებით დაამარცხა შვედი ოტო ვალინი. ბრძოლის დროს, ბრიტანელს წარბი გაუსკდა და 47 ნაკერი დაადეს.