ტაისონ ფიური პროფესიულ რინგზე მოგებით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
ტაისონ ფიური პროფესიულ რინგზე მოგებით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

16-თვიანი პაუზის შემდეგ პროფესიულ რინგს დაუბრუნდა სუპერმძმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური. მან ლონდონში რუსი არსლანბეკ მაჰმუდოვი ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა და ახლა ბრძოლა ელოდება კიდევ ერთ ყოფილ ჩემპიონთან, ენტონი ჯოშუასთან.

ძლიერი დარტყმითა და ნოკაუტებით ცნობილ მაჰმუდოვს ძალა მხოლოდ პირველი რაუნდისთვის ეყო, რის შემდეგაც მოგებისთვის არაფერი გაუკეთებია. ფიური ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა დაბრუნების შემდეგ პირველ ორთაბრძოლას, თან კლასშიც ძალიან დიდი სხვაობა იგრძნობოდა. საბოლოოდ, სამივე მსაჯმა 12 რაუნდის შემდეგ ბრიტანელს დიდი უპირატესობა მიანიჭა – 120:108, 120:108, 119:109. მხოლოდ ერთმა მსაჯმა მისცა მაჰმუდოვს ერთი რაუნდი, დანარჩენმა ორმა – არცერთი.

ბრძოლის შემდეგ კი ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ფიური შემდეგ ბრძოლაში თანამემამულე ენტონი ჯოშუას შეხვდება. ბრიტანელები აქამდე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ რინგზე.