ტაისონ ფიური მილერსა და უაილდერს შეხვდება 
ტაისონ ფიური მილერსა და უაილდერს შეხვდება 

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ (28-0-1, 20KO) თავისი ორი მომდევნო ორთაბრძოლის თარიღები დაასახელა, – იტყობინება „დაბლიუ ბი ენი“ (WBN).

ბრიტანელი რინგზე ხუთ ოქტომბერს დაბრუნდება და ნიუ იორკში ჯარელ მილერის (23-0-1, 20KO) წინააღმდეგ იჩხუბებს. მილერის გუნდს, ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ფიურის მეორე ბრძოლა 22 თებერვლისთვის არის ჩანიშნული – ლას ვეგასში ან ნიუ იორკში. ეს იქნება რევანში მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ჩემპიონ დეონტეი უაილდერთან (41-0-1, 40KO).

ერთადერთი, რამაც შეიძლება ფიურისა და უაილდერის რევანშს ხელი შეუშალოს, მოკრივეთა ტრავმებია საშუალედო ორთაბრძოლებისას.