ტაისონ ფიური მძიმეწონოსანთა რეიტინგის ლიდერი გახდა
ტაისონ ფიური მძიმეწონოსანთა რეიტინგის ლიდერი გახდა

ბრიტანელი ტაისონ ფიურისა და ამერიკელი დეონტეი უაილდერის ბრძოლის შემდეგ, ავტორიტეტულმა საკრივო ჟურნალმა The Ring-მა სუპერმძიმეწონოსანთა ახალი რეიტინგი გამოქვეყნა, რომელშიც ფიური პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო უაილდერი მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო ამერიკელს და WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

„რინგის” ვერსიით მძიმე წონის საუკეთესო მოკრივეთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. ტაისონ ფიური (ბრიტანეთი) – 30-0-1 (21KO)

2. ენტონი ჯოშუა (ბრიტანეთი) – 23-1-0 (21KO)

3. დილიან უაიტი (იამაიკა) – 27-1-0 (18KO)

4. დეონტეი უაილდერი (აშშ) – 42-1-1 (41KO)

5. ლუის ორტისი (კუბა) – 31-2-0 (26KO)

6. ენდი რუისი (აშშ) – 33-2-0 (22KO)

7. ალექსანდრ პოვეტკინი (რუსეთი) – 35-2-1 (24KO)

8. ჯოზეფ პარკერი (ზელანდია) – 26-2-0 (20KO)

9. მაიკლ ჰანტერი (აშშ) – 18-1-1 (12KO)

10. ადამ კოვნაცკი (პოლონეთი) – 20-0-0 (15KO)

დატოვე კომენტარი