ტაისონ ფიური კრივში კარიერის დასრულებამდე კიდევ სამი ბრძოლის ჩატარებას გეგმავს (ვიდეო)

ცნობილმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ „აი ეფ ელ ტვ“-ის (IFL TV) ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც თავის კარიერაზე და დეონტე ვაელდერთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მანჩესტერელმა მოკრივემ აღნიშნა, რომ კრივში კარიერის დასრულებამდე კიდევ სამი ბრძოლის ჩატარებას გეგმავს. ფიურის თქმით, მას დეონტე ვაელდერის დამარცხების შემდეგ, ენტონი ჯოშუასთან და დილიან ვაიტთან ბრძოლა სურს. ამის შემდეგ კი ტაისონი აცხადებს, რომ სპორტულ კარიერას დაასრულებს.