ტაისონ ფიური კრივის შემდეგ ММА-ში გადავა #1TVSPORT
ტაისონ ფიური კრივის შემდეგ ММА-ში გადავა #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონის, ბრიტანელი ტაისონ ფიურის (30-0-1, 21 КО) მამამ ჯონ ფიურიმ განაცხადა, რომ მისი ვაჟი საკრივო კარიერის დასრულების შემდეგ, შერეულ ორთაბრძოლებში (ММА) გამოვა.

უფროსი ფიურის თქმით, ტაისონი ფიზიკურად მზად არის სპორტის ახალი სახეობის დასაპყრობად.

„ტაისონი – სწრაფია და შესანიშნავად კოორდინირებს. მჯერა, რომ თუ მის გაწვრთნას ხელს მოჰკიდებს ММА-ის რომელიმე წამყვანი მწვრთნელი, ის თავს აუცილებლად გამოიჩენს.

როცა ტაისონი კრივში გამოსვლას დაასრულებს, სავარაუდოდ, ММА-ში გადავა. ნახავთ“, – მოჰყავს ჯონ ფიურის სიტყვები ვებგვერდ BoxingScene-ს.

დატოვე კომენტარი