ტაისონ ფიური კოსმოსში გაფრენას აპირებს
ტაისონ ფიური კოსმოსში გაფრენას აპირებს

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ტაისონ ფიური ბავშვობის ოცნების ასრულებას იმედოვნებს. 32 წლის მოკრივეს სურს გახდეს ერთ-ერთი პირველი, ვინც კოსმოსში კომერციულ მოგზაურობაში გაემგზავრება. ამის შესახებ ფიურიმ სატელევიზიო ეთერის დროს განაცხადა.

„ჩვენ გარკვეულ რეალურ პროგრესს მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ გავფრინდები. ყოველთვის მინდოდა კოსმოსში მოგზაურობა. ვუყურებდი მთვარეს და ვფიქრობდი: „მინდა ერთხელ იქ წასვლა“.

წელს გაჩნდა შესაძლებლობა – ჩავეწეროთ კოსმოსში მოგზაურობაზე კომპანია Virgin-თან. ვარაუდობენ, რომ ამ იდეის რეალიზება მომავალი წლის შუაში შუაში მოხდება. მე მათ სიაში ერთ-ერთი პირველი ვარ“, – მოჰყავს ფიურის სიტყვები გაზეთ „დეილი მეილს“.

ტაისონი, რომელიც ხუთი შვილის მამააა, ამტკიცებს, რომ არ ნერვიულობს იმის გამო, რომ კოსმოსში შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც მას უნდა.

„იმედია, კოსმოსში გავემგზავრები. ვერ ვითმენ. თუ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც საჭიროა, ლეგენდარულ დასასრულს მივიღებთ“, – დაამატა მოკრივემ.