ტაისონ ფიური კონორ მაკგრეგორის მარცხს გამოეხმაურა
ტაისონ ფიური კონორ მაკგრეგორის მარცხს გამოეხმაურა

ტაისონ ფიური ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს სპორტსმენი აქტიურ სპორტში პრობლემებისა და რთული პერიოდის შემდეგ. WBC-ის მსოფლიო ჩემპიონი დაახლოებით 3 წლის მანძილზე კრივს ჩამოშორებული იყო. მას ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. თუმცა „ბოშათა მეფემ“ რეაბილიტაცია შეძლო და ისტორია დაწერა. ფიური რინგზე დღემდე დაუმარცხებელია.

ჟურნალისტ გარეტ დევისთან საუბრისას ფიურიმ კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს ბრძოლაზე ისაუბრა. „ბოშათა მეფე“ მიიჩნევს, რომ ირლანდიელის მარცხის მთავარი მიზეზი მისი უქმობა იყო.

კონორმა 2016 წელს იბრძოლა, ამის შემდეგ ის 2 წელი აქტიურ სპორტს ჩამოშორდა და 2018 წელს ხაბიბთან გამართა დაპირისპირება. ნურმაგომედოვთან მარცხის შემდეგ მას კიდევ 2 წელი არ ჩაუტარებია ბრძოლა. 2020 წელს მან „კავბოი“ დაამარცხა და შემდგომ კვლავ 1 წელი დაისვენა. ამას ვამბობ იმიტომ, რომ სწორედ უმოქმედობა და ოქტაგონზე დიდი ხნის მანძილზე უქმობა მიმაჩნია კონორის მარცხის მთავარ მიზეზად. როდესაც შენ კარგავ დისტანციას, კარგავ დროულობას, ამ შემთხვევაში კარგავ ყველაფერს“, – განაცხადა ფიურიმ.