ტაისონ ფიური - ჯოშუასთან ბრძოლა ბოლო იქნება კარიერაში
ტაისონ ფიური - ჯოშუასთან ბრძოლა ბოლო იქნება კარიერაში

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებამდე ორი ბრძოლის ჩატარება რჩება.

„სიმართლეა, რომ ორი ბრძოლა დამრჩა, რის შემდეგაც დადგება დრო, რომ სერიოზულად დავფიქრდე მომავალზე. რამდენი შეიძლება? მე ხომ უკვე 31 ბრძოლაა არ ვმარცხდები. ამასთან, რინგზე გავდივარ ბოლო 12 წლის განმავლობაში.

უკვე გავხდი ულაპარაკო ჩემპიონი მძიმე წონაში. 2015 წელს, კლიჩკოზე გამარჯვების შემდეგ, ყველა სასურველი ტიტული მოვიგე. ვფიქრობ, ჯოშუასთან ჩემი ბოლო ბრძოლა იქნება კარიერაში“, – განაცხადა ფიურიმ პროგრამა This Morning-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, ტაისონ ფიურიმ მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ამერიკელი დეონტეი უაილდერი და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.