ტაისონ ფიური – ჯოშუა დიდი ხანი გამირბოდა, მაგრამ ჩვენი ბრძოლა შედგება

02:45, 08.01.2021
LAS VEGAS, NEVADA - FEBRUARY 22:  Tyson Fury celebrates his win by TKO in the seventh round against Deontay Wilder in the Heavyweight bout for Wilder's WBC and Fury's lineal heavyweight title on February 22, 2020 at MGM Grand Garden Arena in Las Vegas, Nevada. (Photo by Al Bello/Getty Images)

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ (30-0-1, 21KO) კომენტარი გააკეთა WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონის ენტონი ჯოშუას (24-1, 22KO) მუქარის შესახებ. ჯოშუა გულშემატკივრებს ფიურის განადგურებას დაპირდა.

„არ მიმაჩნია ჯოშუა ისეთ ძლიერ მეტოქედ, როგორც მას ხალხი ახასიათებს. მას საკუთარი თავის არ სჯერა და პრობლემები აქვს თავდაჯერების მხრივ.

ჯოშუას ჩემი განადგურება უნდა? ეს კარგი ციტატაა. ჩვენი ბრძოლა უკვე დიდი ხანია იგეგმება, მაგრამ ის ყოველთვის გამირბოდა, თუმცა, ახლა, შეხვედრა შედგება. მე არასოდეს მინახავს მის მიერ განადგურებული მოწინააღმდეგე, არადა, 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული. შესაძლოა, ეს ტყუილი იყოს, მორიგი ტყუილი. ვნახოთ, ეყოფა თუ არა გამბედაობა ჩემს გასანადგურებლად.

მე ერთი ჩვეულებრივი საშუალოსტატისტიკური მამაკაცი ვარ. არ მაქვს კარგი ტანი, არაფერი გამაჩნია, რამაც შეიძლება აღფრთოვანებაში მოგიყვანოთ. მაგრამ არ არსებობს მსოფლიოში 2.05 მეტრი სიმაღლისა და 125 კილოგრამი წონის სხვა მამაკაცი, ვისაც საშუალოწონოსანივით შეეძლოს რინგზე გააადგილება. მე ბუნების საოცრება ვარ“, – განაცხადა ფიურიმ.

მსგავსი