ტაისონ ფიური - ძალიან გამიკვირდება, უაილდერს რინგზე ისევ თუ ვნახავ #1TVSPORT
ტაისონ ფიური - ძალიან გამიკვირდება, უაილდერს რინგზე ისევ თუ ვნახავ #1TVSPORT

WBC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ და ამერიკელმა დეონტეი უაილდერმა კრივის მოყვარულებს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს. ამ მძიმე, დრამატულ ბრძოლაში გამარჯვებული ბრიტანელი მოკრივე გახდა და უაილდერი ნოკაუტით დაამარცხა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ მარცხის შემდეგ უაილდერი თავის გასამართლებლად უამრავ მიზეზს მოიგონებს, როგორც ყოველთვის. მე ის ვცემე. ეს სუფთად და პატიოსნად გავაკეთე. აი, მთელი ისტორია, – განაცხადა „ბოშათა მეფემ“ Behind The Gloves-თან ინტერვიუში. – ძალიან გამიკვირდება, უალდირს რინგზე ისევ თუ ვნახავ“.