სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ კომენტარი გაუკეთა რინგზე თავის შესაძლო დაბრუნებას.
ბრიტანელმა კრივიდან წასვლის შესახებ უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან მეორე წაგების შემდეგ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფიური თანამემამულე ენტონი ჯოშუასთან ბრძოლისთვის კარიერას განაახლებს.
„არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ისევ დავბრუნდები რინგზე. 37 წლის ვარ, ბოლო 25 წელია თავში მირტყამდნენ. რატომ უნდა განვაახლო ეს? მე ამას ფულისა და ტიტულების გამო ვაკეთებდი. ახლა ერთიც და მეორეც უხვად მაქვს. ახლა მესმის, რომ მწვერვალზე ასვლა უფრო საინტერესო იყო, ვიდრე იქ ყოფნა.
შემიძლია კრივში ნებისმიერ დროს დავბრუნდე. მაგრამ უბრალოდ არ მინდა. არ მომინდება ამის გაკეთება, მილიარდი ფუნტიც რომ შემომთავაზონ. აღარ მინდა ბედის გამოცდა. ბევრს მივაღწიე და შემიძლია ვიცხოვრო ტვინზე პრობლემების გარეშე. ყველას არ შეუძლია ამით იტრაბახოს“, – განაცხადა ფიურიმ FurociTV-სთან ინტერვიუში.