ტაისონ ფიური „ბრიტანელთა ბრძოლისთვის“ რინგზე დაბრუნდება #1TVSPORT
ტაისონ ფიური „ბრიტანელთა ბრძოლისთვის“ რინგზე დაბრუნდება #1TVSPORT

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ტაისონ ფიური რინგზე დაბრუნდება. ბრიტანელი მოკრივე ბრძოლას ჩაატარებს თანამემამულე ენტონი ჯოშუასთან. ამის შესახებ დაწერა გამოცემა GB News-მა.

სავარაუდოდ, ფიური და ჯოშუა 2025 წელს შეხვდებიან ერთმანეთს. ბრიტანელთა ბრძოლა ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება. შეხვედრის ფინანსური დეტალები ჯერ არ არის შეთანხმებული.

ფიურისა და ჯოშუას ბრძოლის იდეა მრავალი წელია განიხილება. მოკრივეთა გუნდებმა რამდენჯერმე სცადეს შეხვედრაზე მოლაპარაკება, მაგრამ ყოველ ჯერზე ვერ თანხმდებოდნენ პირობებზე.

ამ მომენტისთვის ორივე მებრძოლი საჩემპიონო ქამრის გარეშეა და თავიანთ ბოლო ბრძოლებში მარცხი იწვნიეს.