ტაისონ ფიური 5 დეკემბერს დაბრუნდება
ტაისონ ფიური 5 დეკემბერს დაბრუნდება

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ დაასახელა რინგზე დაბრუნების თარიღი.

„დიდი ანონსი. „ბოშათა მეფე“ ბრუნდება 5 დეკემბერს, ლონდონში ბრძოლით. მოწინააღმდეგე, ჯერჯერობით ზუსტდება. მოუთმენლად ველოდები რინგზე დაბრუნებას და იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამომდის”, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ფიურიმ.

ადრე ბრიტანელმა გამოაცხადა, რომ არ ჩაატარებს მესამე ორთაბრძოლას დეონტეი უაილდერთან. მისი სიტყვებით, ამერიკელი მოკრივის პრომოუტერები აჭიანურებენ ორთაბრძოლის გამართვას.

ტაიონი პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელია – 30 მოგება და ერთი ფრე. WBC-ის ტიტული მან 2020 წლის თებერვალში სწორედ უაილდერის დამარცხებით მიიღო.

დატოვე კომენტარი